Wednesday, June 2, 2010


პროექტის სახელი:არჩევნები
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები სწავლობენ არჩევნებისთვის საჭირო პროცედურებს.გაიაზრებენ არჩევნების როლს და მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში.
პროექტის სრული აღწერა:პროექტის გეგმის მიხედვით,კლასი იყოფა სამ ჯგუფად.
პირველი ჯგუფი შეეცდება საოლქო საარჩევნო კომისიაში გაარკვიოს,როგორ ტარდება არჩევნები.რა წესები და კანონები აქვს კენჭისყრას.რამდენი სახის არჩევნები არსებობს.ისინი ასევე ინტერვიუებს ჩაწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებთან,რაც თან უნდა დაერთოს პროექტს.პირველი ჯგუფი გამოკითხავს საზოგადოებასაც და გაიგებს ხალხის აზრს არჩევნებზე.
მეორე ჯგუფი ინტერნეტიდან და სპეციალური ლიტერატურიდან მოიძიებს და დაამუშავებს ინფორმაციებს არჩევნების შესახებ.
მესამე ჯგუფი მე–9 კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში მოცემული მე–6 დანართისა და დანარჩენი ჯგუფების მიერ მომზადებული მასალების მიხედვით შეიმუშავებს გეგმას,კლასში არჩევნების ჩასატარებლად.
ამის შემდეგ სამივე ჯგუფი დაამზადებს რესურსებსა და არჩევნებისთვის საჭირო ყველა მასალას.შეჯამების მიზნით,გაკეთდება მთლიან მასალაზე გადახედვა და პროექტის დასასრულს აირჩევენ კლასის ორგანიზატორს.
მონაწილეთა ასაკი:15 წელი
ხანგრძლივობა:ერთი ტრიმესტრი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:რესურსების დამზადება,პლაკატების შექმნა,ბიულეტინების შედგენა,არჩევნების ინსცენირება.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები იგებენ,თუ რა როლი აქვს ქვეყნის მართვაში საზოგადოებას და რატომაა არჩევნები სახელმწიფოს დემოკრატიულობის საზომი.
სარგებელი სხებისთვის:მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გაავრცელებენ სხვებშიც,რაც ხელს შეუწყობს არჩევნების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა უფრო მეტი გაიგოს.
სამუშაო ენა:ქართული
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოქ.IX1.მსჯელობს საქართველოს მოქალაქის უფლებებზე,თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.
გამოყოფს შესაბამის სამოქალაქო მოვალეობებს;აღნიშნავს იმ ეტაპს,როდესაც მას განსხვავებული უფლება–მოვალეობები გაუჩნდება(მაგ:არჩევნებში მონაწილეობა).
მოქ.IX3.იკვლევს მოქალაქის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმებსა საშუალებებს.
საკუთარი სკოლის,დასახლების ან ქვეყნის მაგალითზე ჩამოთვლის საკითხებს,რომელთა გადასაწყვეტად,მისი აზრით,მნიშვნელოვანია უმრავლესობის აზრის გამოვლენა.
მოქ.IX8.მსჯელობს მმართველობის დემოკრატიულობაზე საქართველოში.
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე განიხილავს არჩევის წესებს;თანაკლასელების ჯგუფთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას რომელიმე არჩევითი თანამდებობის ან ორგანოს შესახებ და სიმულაციურ არჩევნებში ასრულებს მისთვის განკუთვნილ როლს.